2025 წელს სახელმწიფომ ონკოლოგიური პაცენტების მკურნალობაზე 338 მლნ ლარი დახარჯა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს ქიმიოთერაპია/ჰორმონოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ონკომედიკამენტებს.
ონკომედიკამენტების დაფინანსებამ 234.9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის კომპონენტზე 56.7 მილიონი დაიხარჯა. 


ონკოლოგიური პრეპარატების ბენეფიციართა რაოდენობა 25,154-დან 27,006-მდე გაიზარდა. ეს  მონაცემები ასახავს როგორც ონკოლოგიური სერვისების გაფართოებას, ისე პაციენტებისთვის შესაბამისი თერაპიების ხელმისაწვდომობის ზრდას.

მონაცემები ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშშია ასახული.

 
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 20 თებერვლიდან შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია და ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით განისაზღვრა ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპიის სერვისების კოდები, მოცულობა და ტარიფები, ასევე შესაბამისი კვლევების ჩამონათვალი და დაფინანსების წესი. ცვლილებების მიზანი იყო მომსახურების სტანდარტიზაცია, ერთიანი ტარიფების დანერგვა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შემდგომ პერიოდში, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, განხორციელდა დამატებითი საკითხები - გადაიხედა სავალდებულო კვლევების ნუსხა, გაუქმდა ზედმეტად მკაცრი მოთხოვნები და დაინერგა უფრო მოქნილი მიდგომა, რაც მეტად ითვალისწინებს პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.


ანგარიშის თანახმად, ონკოლოგიური და სტაციონარული მომსახურებები ყველაზე მაღალი დანახარჯის მქონე კომპონენტებად რჩება.