საქართველოში მასშტაბური სკრინინგ-აქციები გრძელდება. 

ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასშტაბური სკრინინგ აქციები ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:

ძუძუს კიბოს

საშვილოსნოს ყელის კიბოს

პროსტატის

კოლორექტული კიბოს

არტერიული ჰიპერტენზიის

B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.