მიუხედავად მიღწევებისა, საყოველთაო ჯანდაცვასა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში არის მუდმივი გამოწვევები, რომლებიც სტრატეგიულ ინტერვენციებს საჭიროებს. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
მის თანახმად, პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ანგარიში რეკომენდაციას უწევს ჯანდაცვის სერვისების გაციფრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება მედიკამენტებზე მინიმალური ფასების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების სისტემატური მონიტორინგი, პაციენტების კმაყოფილების კვლევები და ჯანდაცვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მომსახურების საერთო ხარისხს,“ -ნათქვამია დოკუმენტში.
„2025 წელს კიდევ უფრო გაიზარდა პროგრამების მოცვა და მომსახურებაზე მოთხოვნა. რიგ პროგრამებში დაფიქსირდა როგორც ბენეფიციართა რაოდენობის, ასევე გაწეულ სერვისებზე ხარჯის ზრდა, რაც მიუთითებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილ საჭიროებებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მიმართულებით დაფინანსებისა და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა. 2025 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სისტემურ რეფორმებს - მათ შორის, ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების მოდელის განახლებას და პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. აღნიშნულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, სტანდარტიზაციას და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებას... 2025 წელს შენარჩუნებულია ხარჯების ზრდის ტენდენცია, რაც დაკავშირებულია როგორც სერვისების გაფართოებასთან, ისე დაავადებათა ტვირთის ზრდასთან. ამ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რესურსების ეფექტიანი განაწილება, DRG სისტემის შემდგომი განვითარება და მონაცემთა ანალიტიკის გაძლიერება. ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ანგარიში რეკომენდაციას უწევს ჯანდაცვის სერვისების გაციფრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება მედიკამენტებზე მინიმალური ფასების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების სისტემატური მონიტორინგი, პაციენტების კმაყოფილების კვლევები და ჯანდაცვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მომსახურების საერთო ხარისხს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.





