მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.
ბავშვის ამოყვანას ტაშით შეხვდა ადგილზე მყოფი საზოგადოება. ბავშვი, მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
რაც შეეხება დაშავებულებს, კლინიკაში დილიდან 4 მათგანია გადაყვანილი. ერთი უკვე გაეწერა. 38 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურია, მისი 11 წლის შვილი კი რეანიმაციაში მკურნალობს. 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმე რჩება. მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს.





