14 ნოემბერს მსოფლიომ დიაბეტის დღე აღნიშნა.
ეს დღე საქართველოშიც აღინიშნა.
ამ დღეს გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დიაბეტის გავრცელებული სიმპტომებია გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, დაღლილობა და მხედველობის დაბინდვა. ტიპი 1 დიაბეტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ხოლო ტიპი 2 დიაბეტი, როგორც წესი, თანდათანობით პროგრესირებს და შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.
სახელმწიფო დიაბეტის მართვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
- სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას;
- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
- ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას
- ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და სანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დიაბეტის სკრინინგულ კამპანიას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს დაავადების დროულ გამოვლენას, შესაბამისი მკურნალობის დაწყებასა და გართულებების რისკის შემცირებას.





