2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. დაზუსტებული მონაცემებით დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით,  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებზე 3, 428 მილიარდი ლარი მოდის. წინა წელს კი 2, 948 მილიარდი მოდიოდა.

2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5 პროცენტი), განათლება (16.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8 პროცენტი). ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორზე კი 6.2 მოდიოდა.