ოქტომბრის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, საქართველოში საავადმყოფოების მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა.  ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ასევე უცვლელია თერაპევტის მომსახურების ღირებულება, რომელმაც წინა თვეში, წლიურ ჭრილში, თითქმის 10%-ით მოიმატა.

პრაქტიკულად არ შეცვლილა კბილის დაბჟენის, სისხლის ანალიზის, ექოსკანირებია და სხვა სერვისების ტარიფები. 
რაც შეეხება მედიკამენტებს, სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები 2%-ით გაძვირდა, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 1%-ით.

უმნიშვნელოდ (1%-მდე) გაიაფდა: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.