ჯანდაცვის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკისა და კომისიის სხვა წევრებს შეხვდა.
მხარეებმა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საქართველოში, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მკურნალობისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანსებას, რომლითაც დაახლოებით 14 000 პაციენტი სარგებლობს. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც.





