მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8.4 პროცენტით გაიზარდა, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4 პროცენტი);
წინა თვესთან შედარებით კი ფასები აღნიშნულ ჯგუფში 0,4%-ითაა გაზრდილი.
ზოგადად კი, ქვეყანაში 2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.





