აზიის სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია ძლიერ აღმასვლას განიცდის. კერძოდ, ლიდერობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ტაილანდი, ჩინეთი, მალაიზია და სინგაპური. გამოცემა traveldailynews.asia-ს მონაცემებით, ეს ქვეყნები უცხოელ პაციენტებს იზიდავენ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისებით. ამ ტენდენციის გაძლიერებას კი განაპირობებს რეგიონის ჯანდაცვის სექტორების სწრაფვა ინოვაციებისადმი, კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურებები.

ჩინეთი

ჩინეთის სამედიცინო სისტემა აყვავებას განიცდის, რისი მთავარი მიზეზიც ღეროვანი უჯრედების  სფეროში არსებული დიდი გამოცდილება, კიბოს მკურნალობა და ტრადიციული ჩინური მედიცინაა.

შანხაი და პეკინი გახდნენ მთავარი ცენტრები უცხოელი პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს, კონკურენტულ ფასებად ეძებენ. ამ სფეროში დადებით როლს ასრულებს მთავრობაც, რომელიც ხელს უწყობს მრავალეროვანი სერვისების განვითარებას და კლინიკებისა და სასტუმროების ურთიერთდაკავშირების პროგრამებს. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩინეთი სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების გლობალურ ცენტრი ხდება.

მალაიზია

მალაიზია ცნობილია მაღალხარისხიანი და შედარებით დაბალფასიანი სამედიცინო სერვისებით. კუალა-ლუმპური და პენანგი სამედიცინო ტურიზმის მსხვილი ცენტრებია, რომლებიც პაციენტებს სთავაზობს კარდიოლოგიურ, ორთოპედიულ მომსახურებებსა და უნაყოფობის მკურნალობას. 


მალაიზიის ჯანდაცვის საბჭო გადამწყვეტ როლს ასრულებს უცხოელი პაციენტების მომსახურების პროცესის ოპტიმიზაციაში. მალაიზია განსაკუთრებით პოპულარულია პაციენტებისთვის ინდონეზიიდან, ავსტრალიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ტაილანდი

ტაილანდი კვლავ რჩება სამედიცინო ტურისტების სასურველ მიმართულებად. ეს განსაკუთრებით ეხება კოსმეტიკურ ქირურგიას, სტომატოლოგიურ მომსახურებებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ბუმრუნგრადის, ბანგკოკისა და ქვეყნის სხვა, მსოფლიოში ცნობილი საავადმყოფოები ყოველწლიურად ათასობით უცხოელ პაციენტს ემსახურებიან. სამედიცინო ვიზების სწრაფი გაფორმება და სხვა ძლიერი სახელმწიფო სტიმულები ამ ქვეყანას მიმზიდველს ხდის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის პაციენტებისთვის.

სინგაპური

სინგაპური უკვე გახდა მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების სინონიმი. ის მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ყველაზე ძვირადღირებულ მიმართულებად მიიჩნევა და, შესაბამისად, შეძლებულ პაციენტებს იზიდავს. 
ონკოლოგია, კარდიოლოგია და რობოტიზებული ოპერაციები - სინგაპურში ამ და სხვა არაერთი მაღალხარისხიანი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. სინგაპურს ზოგადი პროფილის საავადმყოფო და მაუნთ-ელიზაბეტის სამედიცინო ცენტრი მოვლის უმაღლესი ხარისხისა და წარმატებული მკურნალობის საუკეთესო შედეგების მქონე კლინიკებია.  ეს მაჩვენებლები უზრუნველყოფს სინგაპურის, როგორც პრემიუმ-კლასის ჯანდაცვის მიმართულების, რეპუტაციას.

traveldailynews.asia  წერს, რომ აზიის სამედიცინო ტურიზმი მთავრობების მძლავრი მხარდაჭერით სარგებლობს. გადამწყვეტ როლს ასრულებს ტელემედიცინის, დიაგნოსტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება. 
რეგიონს აქვს ამბიცია, გახდეს წამყვანი გლობალური ცენტრი საერთაშორისო სამედიცინო ტურისტებისთვის.