PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
„პასუხი იქვე, სადაც
მუშაობთ“ - PSP AI ასისტენტი
თანამშრომლებს
ინფორმაციის წამებში
მოძიებაში, სამუშაო
პროცესების ოპტიმიზაციასა
და პროფესიული ცოდნის
განვითარებაში
ეხმარება.PSP-ში ხელოვნური
ინტელექტი უკვე არა
მომავლის ტექნოლოგია,
არამედ თანამშრომლის
ყოველდღიური სამუშაო
ინსტრუმენტია.ტექნოლოგიური
ინოვაციების დანერგვა PSP-ში
გრძელდება. კომპანიამ
თანამშრომლებისთვის PSP AI
ასისტენტი დანერგა,
რომელიც კომპანიის ცოდნას,
ინსტრუქციებსა და სამუშაო
სისტემებში არსებულ
ინფორმაციას ერთ სივრცეში
აერთიანებს და
თანამშრომლებს საჭირო
პასუხის მყისიერად
მიღების შესაძლებლობას
აძლევს.PSP პირველი
ფარმაცევტული კომპანიაა
საქართველოში, რომელმაც
მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებისა და
თანამშრომელთა სამუშაო
პროცესების ოპტიმიზაციის
მიზნით ტექნოლოგიური
ინოვაციების
დანერგვაწლების წინ
დაიწყო და ამ მიმართულებით
მსოფლიო სტანდარტების
დანერგვას მუდმივად
აგრძელებს.წელს PSP-მ ციფრული
ტრანსფორმაციის მორიგი
ეტაპი წარმატებით
განახორციელა - ხელოვნური
ინტელექტის ინტეგრირება
კომპანიის ყოველდღიურ
ოპერაციებში.ახალი PSP AI
ასისტენტი თანამშრომელს
საშუალებას აძლევს,
მისთვის საჭირო
ინფორმაცია ბუნებრივი
ენით, მარტივი კითხვით
მოიძიოს - ისე, როგორც
კოლეგას მიმართავდა.
ასისტენტი პასუხს
კომპანიის
ინსტრუქციებში,პროდუქტების
კატალოგსა და სამუშაო
სისტემებში ეძებს. ის
ქართულ ენაზე მუშაობს,
ინგლისურენოვან კითხვებს
კი ინგლისურად პასუხობს.
პასუხები კომპანიის
დაგროვილ ცოდნას,
ინსტრუქციებსა და უკვე
განხილულშემთხვევებს
ეფუძნება.PSP AI ასისტენტი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი დამხმარე
ინსტრუმენტია
ფარმაცევტებისთვის. მას
შეუძლია წამებში მოიძიოს
ინფორმაცია ათიათასობით
მედიკამენტის შესახებ, მათ
შორის ანოტაციები,
დოზირების
დეტალები,შემადგენლობა და
ანალოგები.მედიკამენტებთან
დაკავშირებული პასუხები
შესაბამის ანოტაციებს
ეფუძნება და ფარმაცევტს
პროფესიული
გადაწყვეტილების
მიღებისთვის საჭირო
ინფორმაციის სწრაფად
მოძიებაში
ეხმარება.ასისტენტი
თანამშრომლებს ასევე
მყისიერად აწვდის
ინფორმაციას აფთიაქების
ქსელში არსებული
მედიკამენტებისა და
პროდუქტების მარაგების,
მიმდინარე აქციებისა და
ლოიალობის პროგრამების,
კოსმეტიკისა და თავის
მოვლისპროდუქტების
შესახებ, ERP ოპერაციებსა და
სამუშაო პროგრამებზე,
კოლეგებსა და მათ
საკონტაქტო ინფორმაციაზე,
HR საკითხებზე, შრომით
რეგულაციებსა და
კომპანიის ბენეფიტებზე.PSP AI
ასისტენტის
შესაძლებლობები მხოლოდ
ინფორმაციის მოძიებით არ
შემოიფარგლება. მას
შეუძლია კომპანიის
სისტემებიდან ანგარიშების
მომზადება, თანამშრომლის
დასტურის მიღების შემდეგ SMS
შეტყობინებებისგაგზავნა,
ინციდენტების რეგისტრაცია
და ფარმაცევტების
პროფესიული ცოდნის
განვითარებაში
მონაწილეობა.PSP AI ასისტენტი
აერთიანებს ინტერაქციულ
საგანმანათლებლო მოდულს
„პსპ აკადემიას“, რომელიც
ფარმაცევტებს უსაფრთხო
ციფრულ გარემოში რეალურ
სამუშაო სიტუაციებზე
დაფუძნებული
სიმულაციებით,
ინდივიდუალური სასწავლო
ფორმატებითა და მყისიერი
უკუკავშირით პროფესიული
უნარებისა და ცოდნის
განვითარების
შესაძლებლობას აძლევს.
სწავლების პროცესი სრულად
მოქნილია - ფარმაცევტს
შეუძლია თავად აირჩიოს
სასურველი თემა, ფორმატი და
მეცადინეობის დრო.PSP AI
ასისტენტი შიდა
მოხმარების ინსტრუმენტია,
მუშაობს კომპანიის
სერვერებზე და მასზე
წვდომა მკაცრად
კონტროლდება.
თანამშრომელთა პირადი
ინფორმაცია
ასისტენტისთვის
მიუწვდომელია.PSP AI
ასისტენტის დანერგვის
შედეგად, თანამშრომლებს
ინფორმაციის მოძიებასა და
დაზუსტებაზე დროის
დახარჯვა აღარ უწევთ,
შედეგად ფარმაცევტს მეტი
დრო რჩება
მომხმარებლისთვის,
მენეჯერს -
რთულისაკითხების
გადასაჭრელად, ხოლო ახალი
თანამშრომელი სამუშაო
პროცესებს უფრო სწრაფად
ეუფლება.PSP ტექნოლოგიური
ინოვაციების დანერგვას
თანმიმდევრულად,
ეტაპობრივად ახორციელებს.
კომპანიამ
ბიზნესპროცესების
ოპტიმიზაცია პირველად SMART
WMS-ის დანერგვით 2023 წელს
დაიწყო, 2024 წელს კი Microsoft-ის
თანამედროვე ERP
ტექნოლოგიების გამოყენება
გააფართოვა და ფინანსური,
შესყიდვებისა
დაკორპორაციული
გაყიდვების მოდულები
დანერგა.2025 წელს PSP გახდა
პირველი ფარმაცევტული
კომპანია აღმოსავლეთ
ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamics
365 Business Central და LS Retail სრულად
დანერგა.ამით კომპანიამ
მომსახურების ხარისხის,
ოპერაციული ეფექტიანობისა
და ბიზნესპროცესების
მართვის ახალი სტანდარტი
დაამკვიდრა.„PSP-მ, როგორც
ფარმაცევტული ბაზრის
ლიდერმა, ტექნოლოგიური
ინოვაციების
დანერგვისთვის მზადება
წლების წინ დაიწყო.
კომპანიისთვის, რომელიც
მომხმარებელსა და
თანამშრომლებზე ზრუნვას
საქმიანობის
მთავარპრიორიტეტად
მიიჩნევს, ტექნოლოგიების
დანერგვა მხოლოდ
პროცესების
ავტომატიზაციას არ
ნიშნავს - ეს არის
შესაძლებლობა,
თანამშრომლებს
გავუმარტივოთ ყოველდღიური
სამუშაო, გავზარდოთ
ოპერაციული ეფექტიანობადა
საბოლოოდ მომხმარებელს
კიდევ უფრო მაღალი
ხარისხის მომსახურება
შევთავაზოთ. PSP აგრძელებს
ინოვაციების დანერგვას
მომხმარებელზე
ორიენტირებული მაღალი
სტანდარტების
დასამკვიდრებლად“ -
აცხადებენ PSP-ში.