პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდია ამერიკის ფარმაცევტული კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლების ძარცვაში დაადანაშაულა. 

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეხვედრისას გააკრიტიკა.

მისმა შენიშვნებმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა, რომელიც ირლანდიაში მოქმედ დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით არსებობს. სწორედ ეს ფაქტორია ამ ქვეყანაში მსხვილი ამერიკული ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კომპანიების,  Pfizer-ის,  Boston Scientific-ისა და Eli Lilly-ს მიზიდვის მიზეზი. 

ამავდროულად, ტრამპმა ხაზი გაუსვა ირლანდიის წარმატებასაც ამერიკული კომპანიების დაინტერესების მიმართულებით და განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა ამერიკის ფარმაცევტულ წარმოებას აკონტროლებს.

„თქვენ აიღეთ ჩვენი ფარმაცევტული და სხვა კომპანიები... ამ შესანიშნავ კუნძულს 5-მილიონიანი მოსახლეობით ხელში აქვს ჩაგდებული შტატების მთელი ფარმაცევტული წარმოება,“ - განაცხადა ტრამპმა.

ფარმაცევტული სექტორი, სხვა სფეროებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს  აშშ-ში ირლანდიურ ექსპორტში და 72 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან, აშშ-ში მოხმარებულ წამლებზე მოქმედი გადასახადებიც ირლანდიას ეკუთვნის. 

მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ არ სურს ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება.

ტრამპი კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროკავშირს, რომელიც დაადანაშაულა იმაში, რომ საკუთარი საგადასახადო პოლიტიკით ევროპა ამერიკისგან სარგებლის ნახვას ცდილობს. 


ტრამპის განცხადებები  სავაჭრო დაძაბულობის ფონზე გაჟღერდა, როცა ევროკავშირი ამერიკის მიერ ალუმინისა და ფოლადის ტარიფების საპასუხოდ კონტრზომებს ამზადებს.

tribune.com-ის ინფორმაცია