საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში საავადმყოფოების მომსახურება ერთ წელიწადში 25%-ით გაძვირდა.  საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს, რადგან DRG-ს პროგრამა ფასებს არეგულირებს და ამ ნაწილში კლინიკებს ფასების გაზრდა არ შეუძლიათ. 


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო სწავლობს.

საუბარია კლინიკებზე, რომლებსაც ამბულატორიულთან ერთად სტაციონარული მომსახურებაც აქვთ. ესენია ყველა ის მსხვილი კლინიკა, რომლებიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს.
მონიტორინგი არ ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ამბულატორიული სერვისებით შემოიფარგლებიან.


გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას ფასების შესახებ  2022 წლის იანვრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე. შესაბამისად, სააგენტომ უნდა ნახოს სრული სურათი, ამ დროის განმავლობაში თითოეული სამედიცინო სერვისის მიმართულებით როგორ იცვლებოდა ბაზარზე ფასები და უწევდა თუ არა მომხმარებელს კონკრეტული მიმართულებებით გაზრდილი ფასის გადახდა. რიგი მიმართულებებით ფასი შესაძლოა, 100 პროცენტითაც გაიზარდა, რიგი მიმართულებებით კი საერთოდაც არ შეცვლილა. 

გასული წლის ოქტომბერში სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ქედელიძე ამბობდა, რომ მონიტორინგის ფარგლებში მოხდება იმის იდენტიფიცირება, თუ სად გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად. შემდგომში უკვე დაიწყება ძიება, რამდენად იყო ფასის ზრდა დანახარჯებზე და საბაზრო ფა

ქტორებზე დაფუძნებული და ჰქონდა თუ არა გარკვეულწილად ადგილი ფასის ხელოვნურ ზრდას.
როდის გამოქვეყნდება მოკვლევის პირველადი შედეგები, ჯერჯერობით უცნობია.