ერთ წელიწადში ჯანდაცვის სექტორში ფასები ყველაზე მეტად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე გაიზარდა. ზრდა 9,1%-იანი იყო, 9%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება, ხოლო 5,3%-იანი გაძვირება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ჯგუფში. დეკემბრის თვის მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

 

სტატისტიკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

რაც შეეხება წინა წლის იგივე თვესთან შედარებას,  ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით.