პაციენტის საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5.1 დღეს შეადგენდა, 2023-ში კი 5.3-მდე გაიზარდა, 2024-ში უკვე 4.6 დღეს გაუტოლდა. 


აღნიშნულის ერთ-ერთი ფაქტორი კლინიკების დაფინანსების ახალი წესი, დიარჯია, რომელიც კლინიკებს  მკაფიოდ უსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებულ ტარიფსა და საჭიროებას.  


გატარებულ რეფორმას, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა, მაღალ შეფასებას აძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის შეფასებითაც, რეფორმა წარმატებულია,  მისი მიღწევები კი – შთამბეჭდავი, რადგან მან მოიტანა მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ, ასევე, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები.