დაზღვევის ბაზრის სტრუქტურაში ცვლილებებია - 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რომლებიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა, სამედიცინო დაზღვევის წილი 58,13% იყო. წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 55,04%-ს შეადგენდა. 

მეორე ადგილზე, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) 17,93% (წინა წელს იყო 18,85%), მესამეზეა სიცოცხლის დაზღვევა 7,81%-ით (წინა წელს იყო 7,15%),  მეოთხე და მეხუთე ადგილებს 1,26%-1,26%-ით სამოგზაურო დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა იყოფს.

როგორც ეს სტატისტიკა აჩვენებს, გასული წლის იგივე პერიოდში სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ 0,68%-ს შეადგენდა.