საქართველოს წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები მობილიზებული არიან სტიქიის ადგილზე.
ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
"მზადყოფნაშია კატასტროფების მართვის, პირველი დახმარების, ოჯახური კავშირების აღდგენისა და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები. აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. შესრულდა 9 საევაკუაციო რეისი, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 140 ადამიანი. გარდაცვლილია 6 ადამიანი. გვთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 501 105," - ნათქვამია განცხადებაში.