ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი კოვიდ-19-ის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ზოგიერთ ადამიანს ეს ვირუსი ერთხელად არ შეხვედრია.

კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანების ცხვირში არსებულმა გარკვეულმა უჯრედებმა ვირუსი მანამდე „შეამჩნიეს,“ ვიდრე ის გავრცელდებოდა, ამასთან, მათ ორგანიზმში არსებული გენის HLA-DQA2-ის დონე ვირუსის შეღწევამდე საკმაოდ მაღალი იყო. 


კვლევა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა უნიკალური იმუნური რეაქცია, რომელმაც ისინი, ვირუსის ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, დაავადების შემდგომი განვითარებისგან დაიცვა.  

კვლევის შედეგების თანახმად, რომელმაც გააანალიზა ადამიანების მონაცემები ვირუსთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ, ამ ადამიანების ცხვირის ლორწოვან გარსში არსებული იმუნური პასუხი ახდენს ვირუსის იდენტიციფირებას და მას დამაგრების საშუალებას არ აძლევს. 


მეცნიერების თქმით, ამ ადამიანების ცხვირში, ვირუსთან კონტაქტის შემდეგ, წარმოიქმნა სპეციფიკური იმუნური რეაქციები, რომლებიც მანამდე არასდროს დაფიქსირებულა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებამდე ორგანიზმში გენის HLA-DQA2-ის მაღალი დონე ასევე ეხმარება ადამიანებს, რომ მათ ორგანიზმში ინფექცია არ გავრცელდეს.