მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. საუბარია შემოსავლების (მოზიდული პრემიის) ზრდაზე.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების საფუძველზე ჩანს, რომ კომპანიების ნაწილის ზრდა მთელი ბაზრის ზრდის ტემპებს გადააჭარბა. ამ კუთხით ლიდერია „არდი,“ რომელიც დასახელებულ პერიოდში 29%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა „ალდაგი“ 27%-იანი ზრდით, იმედი ელმა 24%-იანი ზრდა დააფიქსირა, თიბისი დაზღვევამ 18%-იანი, ჯიპიაიმ კი 9%.