ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მოსახლეობას ერთ თვეში 0,4%-ით გაუძვირდა.  აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3 პროცენტი);

რაც შეეხება წინა წლის იგივე მაჩვენებელს, ჯგუფში ფასები 9.2 პროცენტითაა მომატებული. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ზოგადად, ქვეყანაში, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.