2027 წელს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე 145 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. შარშან ეს მაჩვენებელი (2026 წლის გეგმის თანახმად) 80 მილიონი იყო, 2025 წელს კი ამ მიმართულებით 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ამასთან, დასახელებული 145 მილიონიდან 61,5 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 83,5 მილიონი კი კრედიტები იქნება.
ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პირველი წარდგენის პროექტშია საუბარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 145,0 მლნ ლარის ფარგლებში დაგეგმილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება.





