2027 წლიდან იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლების გაზრდა. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 60 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით. 


ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების დაფინანსება.