ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. 


ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.

მათთვის, ვინც სამუშაო დღეებში ვერ ახერხებს ვაქცინის გაკეთებას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ კლინიკების ჩამონათვალსა და გრაფიკს ავრცელებს, სადაც შაბათობითაც  შესაძლებელია ვაქცინაცია.

ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.