ეროვნული სკრინინგ ცენტრის ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში მომართვიანობის სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარების (40-დან 70 წლის ჩათვლით ქალები) მომართვიანობის სტატისტიკა 2017–2025 წლებში მზარდ დინამიკას აჩვენებს.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდის პირველ წელს მომართვიანობის მაჩვენებელი 21 330 იყო, ხოლო 2025 წელს 55 342-ს მიაღწია, რაც 159,46%-ით ზრდაზე მიუთითებს.
ყველაზე მაღალი წლიური ზრდა 2019 წელს დაფიქსირდა - 40,05%.
„ზრდის ტენდენცია შემცირდა 2020 წელს. კერძოდ, მომართვიანობის 16,79%-ით შემცირების მიზეზად, სავარაუდოდ, COVID-19-ის პანდემია შეიძლება დასახელდეს.
2021 წლიდან მომართვიანობა კვლავ გაიზარდა და ზრდის ტენდენცია 2025 წლის ჩათვლით ყოველწლიურად შენარჩუნდა.
არსებული მონაცემებით, სრული წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2025 წელს დაფიქსირდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





