შრომით ბაზარზე ფარმაცევტების დეფიციტია, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობამ კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს საოპერაციო საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებზე.
ამის შესახებ „გეფას“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებულ წელს ასახავს.
„დამატებით რისკს წარმოადგენს ფარმაცევტების დეფიციტი შრომით ბაზარზე, რის გამოც კადრების გადინების მატების შემთხვევაში ჯგუფმა შესაძლოა გასწიოს დიდი ხარჯები კადრების მოსაძიებლად. ყოველივე ამის შედეგად, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს საოპერაციო საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებზე. ჯგუფის მიზანია წაახალისოს თანამშრომელთა ჩართულობა ინფორმაციის მუდმივი გაზიარების უზრუნველყოფის გზით, რაც მოიცავს კორპორატიული კულტურის, ჯგუფის სტრატეგიის და მაჩვენებლების, ამ უკანასკნელთან დაკავშირებული რისკების, ფინანსური და ეკონომიკური ფაქტორების და ჯგუფის პოლიტიკების და პროცედურების შესახებ ინფორმაციას,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ჯგუფმა 10.7% -იანი ორგანულ შემოსავლის ზრდას მიაღწია 2024 წლის 4.6%-იანი მაჩვენებლის შემდეგ როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვებში.
აღნიშნული ახსნილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საცალო ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოებით და არასამედიცინო პროდუქტების გაყიდვებით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამოქალაქო, სისხლის სამართლის, საგადასახადო, ადმინისტრაციული და კომერციული რეფორმები, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე.
Gepha არის ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში, ბაზარზე ოპერირებს ორი ცნობილი სააფთიაქო ქსელით: PHARMADEPOT და GPC.





