ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა.
შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.




