ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.
კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. ისაუბროს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა.




