2024 წელს ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქტებისა და წამლების ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და 313,4 მილიარდი ევრო შეადგინა. იმპორტმა კი მხოლოდ 0,5%-იანი ზრდა აჩვენა და 119,7 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. 


შესაბამისად, 2024 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბალანსმა წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიმართულებით 193,6 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან გერმანია (67,9 მილიარდი ევრო), ირლანდია (56,6 მილიარდი ევრო) და ბელგია (41,4 მილიარდი ევრო).

რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ესაა აშშ (38%), შვეიცარია (16,4%) და დიდი ბრიტანეთი (5,8%).

იგივე ჩამონათვალია იმპორტის კუთხითაც.