ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაციამიეწოდოს  ფილტვის კიბოს წარმოშობის, მისი განვითარების რისკების, ადრეულიდიაგნოსტიკისმნიშვნელობას და მკურნალობაში არსებული სიახლეების შესახებ. ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებები მოხდა და საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაციაიმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომლებიცმნიშვნელოვნად ზრდი დაავადებაზე გამარჯვებისშანსს. დავძლიოთ სტიგმა და ერთად შევცვალოთწარმოდგენა ფილტვის კიბოზე. 

ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში თბილისში სხვადსხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მოეწყო სპეციალური მხარდამჭერი აქცია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, გადაეღო ფოტო და ამით მხარი დაეჭირაკამპანიისთვის „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე“. აქტივობა ხელი შეუწყო საქართველოში დაავადების შესახებ გავრცელებული მითებისა და სტიგმის დაძლევას, რაც ემსახურება ადრეულდიაგნოსტირებისკენ პაციენტების მზაობის შექმნას და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფას. ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისთვის, რომ ნიშვნელოვნად შემცირდეს ფილტვის კიბოთი გამოწვეული ზიანი. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება.

კამპანიაში ასევე ჩაერთვნენ ცნობადი სახეები და სოციალურ ქსელებში გააზიარე ფოტოებსპეციალური ჰეშთეგებით #დავძლიოთსტიგმა #შევცვალოთწარმოდგენაფილტვისკიბოზე #ნოემბერიფილტვისკიბოსთვე.

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტადგავრცელებული დაავადებაა, რომელიცსიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურდაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება  ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებისთანახმად, მამაკაცებ ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერუფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვისკიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია:დაბინძურებული გარემო, თამბაქოს მოხმარება, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპისონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტებისდაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურმწეველებ.

მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროულიდიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა დამართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. პერსონალიზებული მკურნალობა ასევე მნიშვნელოვანია არამარტო მეტასტაზური, არამედ ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს. რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს.

 

ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებულიმიდგომა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.