რას წარმოადგენს ნოროვირუსი, რომელიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ეპიდაფეთქების ყველაზე სავარაუდო მიზეზია.
ნოროვირუსი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, გამოირჩევა მაღალი გადამდებობით და გამძლეა გარემო პირობების მიმართ. შეუძლია დარჩეს ზედაპირებზე და შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა დღეების ან კვირების განმავლობაში.
განასხვავებენ რამდენიმე გენოტიპის მქონე ნოროვირუსს. ადამიანის დაავადებას იწვევს 1 და 2 ტიპი.
ნოროვირუსს ადამიანი განავალთან ერთად გამოყოფს დაავადების კლინიკური სურათის გამოვლინებამდე და გამოჯანმრთელებიდან კიდევ 2 და მეტი კვირის განმავლობაში.
ნოროვირუსით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ინფექციას ახასიათებს ძლიერ დიარეა და პირღებინება, შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე გასტროენტერიტი. ნოროვირუსული ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივ ერთნაირია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ნოროვირუსი ვრცელდება ვირუსის მატარებელ ადამიანებთან კონტაქტით, ნოროვირუსით დაბინძურებული წყლით, საკვებით და დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.
ვირუსს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
დიარეა, გულისრევა, პირღებინებია, მუცლის არეში ტკივილი, ცხელება.
დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება ჩვეულებრივ იწყება ექსპოზიციიდან 12-48 საათის შემდეგ. ნოროვირუსის სიმპტომები ჩვეულებრივ გრძელდება ერთიდან სამ დღემდე და ადამიანების უმეტესობა სრულად აღდგება მკურნალობის გარეშე. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის - განსაკუთრებით ჩვილებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის - ღებინება და დიარეა შეიძლება იყოს მძიმე დეჰიდრატაცია და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნოროვირუსი წარმოადგენს გემბანზე ეპიდაფეთქებების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საკვებსა და წყალში, გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს; ვირუსი გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით და გემზე ეპიდაფეთქების ანუ დახურული სივრცის შემთხვევაში, შესაძლოა დააზარალოს მგზავრთა 80 პროცენტი. ნოროვირუსით გამოწვეული ეპიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით გაძლიერებული უნდა იყოს სანიტარული ღონისძიებები საკვებთან, წყლთან მიმართებაში და ზედაპირების დეზინფექცია.





