მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება. 


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროში, დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე იყო ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა რეგისტრი, ქართველ ექიმებს კი უცხოელმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს და უკვე ყველაფერი მზადაა, რომ მაქსიმალურად მალე დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.

მინისტრმა მშობლების სახელით მადლობა კომპანია მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოს“ კარგი თანამშრომლობისთბის. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში გაიმართება არაერთი გლობალური ღონისძიება, რომელიც იშვიათი დაავადებების  მედიკამენტებს შეეხება და იქაც ქართულ იმხარე ბევრს ისაუბრებს ამ წარმატებული თამანშმეოლობის შესახებ

მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ უწყებამ 31 ივლისს განაცხადა. მაშინვე ითქვა, რომ პრეპარატს ბავშვები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მიიღებდნენ.

მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.