საქართველოში ქალები მამაკაცებზე საშუალოდ 9 წლით დიდხანს ცოცხლობენ. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის ცნობით, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას, ბოლო 10 წელიწადში 3.0 პუნქტით მოიმატა და 2025 წელს 76.0-ს მიაღწია ორივე სქესისთვის, მათ შორის 71.4 წელი კაცებისთვის, ხოლო 80.6 წელი – ქალებისთვის.
მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობის მიზეზებს საქსტატი ასე განმარტავს:
„დაბადებისას ბიჭები ჭარბობენ გოგონებს, თუმცა ქალები ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები, რაც აისახება ქალების უფრო მაღალ სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე. კაცებსა და ქალებს შორის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით არ არის გამოწვეული და გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს, რადგან მაღალია კაცების სიკვდილის რისკი საწარმოო ხასიათის ტრავმებისგან, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი და ავტოსაგზაო შემთხვევები. ამრიგად, საქართველოში ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე კაცების. 2025 წლის მონაცემებით, ქალთა და კაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავებამ 9.2 წელი შეადგინა.“





