2025 წელს 270 მკვდრადშობილი დაიბადა, მათ შორის 146 ბიჭი და 124 გოგო. წინა წელს ეს მონაცემი 309 იყო, 2023 წელს კი - 318. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 589-ს შეადგენდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს 2025 წლის ანგარიშში "ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკა საქართველოში“.
მონაცემენის თანახმად, 2025 წელს 288 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა (2025 წელს ეს მაჩვენებელი 507 იყო).

ამასთან, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2015 წელთან შედარებით 1.0 პუნქტით შემცირდა და 7.6 პრომილე შეადგინა.
რაც შეეხება დედათა გარდაცვალებას, 2025 წლის მაჩვენებლით ეს მონაცემი 11 იყო, 2025 წელს კი 23 დედა გარდაიცვალა. 


ამ მაჩვენებელში იგულისხმება ორსულობის პერიოდში ან მისი დამთავრებიდან 42 დღის განმავლობაში ორსულობასთან დაკავშირებული რომელიმე მიზეზით განპირობებული სიკვდილი, რომელიც მოხდა სამკურნალო ზემოქმედებით ან რომელიმე პათოლოგიით, რომელიც დამძიმდა ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში, მაგრამ არა უბედური შემთხვევით ან შემთხვევითი მიზეზით.