ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ-აქციები გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ-აქციები ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
🔹ძუძუს კიბოს
🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს
🔹არტერიული ჰიპერტენზიის
🔹პროსტატის
🔹კოლორექტული კიბოს
🔹B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.





