ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულების დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძეს საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
მხარეებმა მალარიის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოს მიღწევები და ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო მალარიის ხელახალი გავრცელების პრევენციას, დაავადების მონიტორინგსა და მიღწეული
შედეგების შენარჩუნების მნიშვნელობას.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალარიის წინააღმდეგ მრავალწლიანი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. შეხვედრაზე ასევე
ყურადღება გამახვილდა მალარიის აღმოფხვრის მიმართულებით გლობალური ძალისხმევის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და მალარიის ხელახალი გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების გაგრძელების საკითხები.
შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.





