თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზღდელებს შორის მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოც ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შემოწმებულია თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. მათგან დასრულებულია 39 ნიმუშის კვლევა და არცერთ მათგანში დარღვევა არ დადასტურებულა. ამ ნიმუშებიდან რომელია აღებული ბაღებიდან, განცხადებაში არ კონკრეტდება. 

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს. 
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.
ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი,“ - ნათქვამია განცხადებაში.