აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი გაიმართება.
📅 19 სექტემბერი
📍 რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
⏰ 10:00 საათი
📅 20 სექტემბერი
📍 ჩხოროწყუ
⏰ 11:00 საათი

თბილისიდან მოწვეული წამყვანი ექიმი-სპეციალისტები დევნილ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებსა და შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 15 ექიმი სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით, მათ შორის:
🔹 ენდოკრინოლოგი
🔹 ნევროლოგი
🔹 ონკოლოგ-მამოლოგი
🔹 ორთოპედ-ტრავმატოლოგი
🔹 ანგიოლოგი
🔹 ოფთალმოლოგი
🔹 პედიატრი
🔹 კარდიოლოგი
🔹 რადიოლოგი
🔹 ოტორინოლარინგოლოგი
🔹 ქირურგი
🔹 უროლოგი


აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სპეციალისტების კონსულტაციები და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები, ხოლო ექიმის დანიშნულების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც გადაეცემათ.


ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციების რეგიონებში ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება.
 დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი — 143.