დიუშენის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება, იქნება რეგიონის მასშტაბით მსგავსი ტიპის პირველი სივრცე.

ამის შესახებ ორგანიზაცია "ერთად მებრძოლოთ კუნთოვან დისტროფიას" თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომლითაც ეხმიანება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გლდანში დიუშენის ცენტრის მშენებლობის შესახებ.


„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ორგანიზაცია "ერთად მებრძოლოთ კუნთოვან დისტროფიას" გლდანში, ახმეტელის მეტროს ახლომდებარე ტერიტორიაზე დიუშენის ცენტრის ასაშენებლად 1647 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფი დაავადებული ასამდე პაციენტი არსებობს. ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის თბილისის მერიას აღნიშნული ინიციატივისთვის და ასევე ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომლებთან ერთად ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ერთობლივი ბრძოლით შევძლებთ კიდევ უფრო მეტს, რომ გავუმკლავდეთ ამ მძიმე დაავადებას, გავახანგრძლივოთ ბავშვების სიცოცხლე და გავხადოთ მათი ცხოვრება უფრო ხალისიანი და შინაარსიანი.

ორგანიზაციაა გიწვევთ სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მონაწილეობა მიიღოთ დიუშენის ცენტრის მშენებლობაში. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ფინანსური დონაციით ასევე ნებისმიერი მატერიალური, ფიზიკური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერი,“ - წერს ორგანიზაცია და პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის თავის საბანკო ანგარიშის ნომერს აქვეყნებს: 

GE34TB7967036080100020.