უმცროსი ექიმების დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო.
გამოცდებზე რეგისტრაცია 15-17 სექტემბერს, ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია კი ნოემბერში დაიწყება 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 13:00 - 14:00 სთ)
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 18 სქამედიცინო სპეციალობა, რომლის წარმომადგენლებისთვისაც საექიმო საქმიანობის დაწყება რეზიდენტურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, საუბარია კონკრეტული სპეციალობის უმცროს ექიმებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაგროვილი აქვთ მუშაობის გამოცდილება.
მათ სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს, სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დაიწყონ. ეს ერთჯერადი ღონისძიებაა და ის 2026 წლის 1 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
აღნიშნული 18 სპეციალობაა: ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, ბირთვული მედიცინა, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა ინფექციური სნეულებები, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია, რევმატოლოგია, სასამართლო მედიცინა.





