ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით, ამ თემაზე პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება 2 დღის განმავლობაში - 29 - 30 ოქტომბერს, Hilton Garden Inn-ში ჩატარდება და უმასპინძლებს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, ინჟინრებსა და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტებს 10 ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე მედიცინაში, დარგობრივ ინოვაციებსა და სექტორის მომავალზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია:
AI სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;
AI სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;
AI კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.





