ბოლო წლებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო თანამშრომლების მიერ ხანგრძლივი შვებულების აღება სულ უფრო აქტუალური ხდება. ამის შესახებ ამერიკული მენტალური ჯანმრთელობის ტექნოლოგიური კომპანია Spring Health-ი აცხადებს. კომპანიის თანახმად, ასეთი სახის შვებულება ხშირად პრობლემის დასაწყისი კი არა, მისი უკვე დაგვიანებული გამოვლინებაა.

Spring Health-ის 2026 წლის Workplace Mental Health Annual Report-ის ფარგლებში ხუთ ქვეყანაში 500-ზე მეტი HR პროფესიონალი გამოიკითხა.


კვლევის მიხედვით, HR პროფესიონალების 61% ამბობს, რომ მათ ორგანიზაციებში მენტალური ჯანმრთელობის გამო შვებულებების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. 16% ამბობს, რომ ასეთი შვებულებები მინიმუმ 25%-ით გაიზარდა;

მონაცემები მიუთითებს, რომ საკითხი მხოლოდ თანამშრომლის პირადი კეთილდღეობის პრობლემა აღარ არის. ის უკვე პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის პროდუქტიულობას, ხარჯებს, ადამიანური რესურსების მართვასა და თანამშრომლების შენარჩუნებას.


Spring Health-ის კვლევაში HR პროფესიონალები ვარაუდობენ, რომ თანამშრომლების დაახლოებით 30% განიცდის ე.წ. „silent burnout“-ს, ანუ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი შინაგანად ძლიერ არის გადაღლილი, მაგრამ გარეგნულად მაინც აგრძელებს მუშაობას და ცდილობს, რომ პრობლემა არ შეიმჩნიოს.

ასეთ თანამშრომელს შეიძლება ჯერ კიდევ მიჰყავდეს საქმე ბოლომდე, ესწრებოდეს შეხვედრებს და ასრულებდეს დავალებებს, თუმცა თანდათან უჩნდებოდეს კონცენტრაციის პრობლემა, მოტივაციის დაქვეითება, შეხვედრებისა და კომუნიკაციისგან თავის არიდება, ვადების დარღვევა, გაღიზიანება, მუდმივი დაღლილობა, სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუარესება.


burnout-ის მქონე თანამშრომლების დაახლოებით 40% აცხადებს, რომ სამსახურში ფიზიკურად იმყოფება, მაგრამ სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს.

შედეგად, ორგანიზაციამ შეიძლება თანამშრომლის შვებულებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს პროდუქტიულობის დაკარგვა.

სტატიის მიხედვით, მენტალური შვებულებების რაოდენობის ზრდის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. თანამშრომლებზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. ესენია:

ქრონიკული სტრესი და burnout-ი, როდესაც სამუშაოს დატვირთვა, მუდმივი ვადები და პასუხისმგებლობები დიდხანს გრძელდება, სტრესი შესაძლოა საბოლოოდ იმდენად გაძლიერდეს, რომ თანამშრომელს მუშაობის გაგრძელება გაუჭირდეს.


განსაკუთრებით საყურადღებოა მენეჯერების მდგომარეობა. იმ ორგანიზაციებს შორის, სადაც მენტალური ჯანმრთელობის გამო შვებულებების ზრდა ყველაზე მაღალია, 51% HR პროფესიონალი ამბობს, რომ მათთვის მენეჯერებში სტრესისა და burnout-ის ზრდა მომდევნო წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა.

სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესს ხშირად ემატება სხვა ცხოვრებისეული პრობლემები.


Spring Health-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომლების 59%-მა განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფინანსური სტრესი გაეზარდა, ხოლო 74%-მა თქვა, რომ ფინანსურმა სტრესმა მნიშვნელოვნად იმოქმედა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს მდგომარეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთდროულად უწევთ ბავშვებზე და ხანდაზმულ ოჯახის წევრებზე ზრუნვა.

შექმნილ ვითარებაში სპეციალისტები კომპანიებს ურჩევენ, თანამშრომელს მისცენ საშუალება, დახმარება ადრეულ ეტაპზე მიიღოს.

ამისთვის მნიშვნელოვანია მარტივი და გასაგები კომუნიკაცია, თერაპიაზე, კონსულტაციაზე ან სხვა შესაბამის მომსახურებაზე სწრაფი წვდომა და სხვა.

იდეა მარტივია: თუ თანამშრომელი დახმარებას მაშინ იღებს, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ მართვადია, შესაძლოა მძიმე კრიზისამდე და ხანგრძლივ შვებულებამდე საქმე საერთოდ არ მივიდეს. . მენეჯერები უნდა სწავლობდნენ ადრეული ნიშნების ამოცნობას. მათ არ უნდა „დასვას დიაგნოზი“ და არც ფსიქოლოგის როლი უნდა შეითავსონ.


მათი ამოცანაა ცვლილებების შემჩნევა და თანამშრომელთან მხარდაჭერითი საუბრის დაწყება.


მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ორგანიზაციისთვის მხოლოდ HR საკითხი არ არის.
ხანგრძლივმა შვებულებამ შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომლის ჩანაცვლებისა და overtime-ის ხარჯები, პროდუქტიულობის შემცირება, გუნდის სხვა წევრების დამატებითი დატვირთვა, თანამშრომლების გადინების რისკის ზრდა, რეკრუტინგისა და ახალი თანამშრომლის მომზადების დამატებითი ხარჯები.