2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი. 2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 715 კაცით განისაზღვრა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
მისი მონაცემებით, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).
რაც შეეხება წინა წლებს, მონაცემები შემდეგი იყო:
2025 წლის იანვარ-ოვნისი: ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 17 719;
გარდაცვალება - 22 718;
ბუნებრივი მატება - 4999.
2024 წლის იანვარი-ოივნისი - ცოცხლად დაბადება 18 633;
გარდაცვალება 22 265
ბუნებრივი მატება - 3632.
2023 წლის იანვარ-ივნისი: დაბადება 19 431;
გარდაცბალება 21 944;
ბუნებრივი მატება - 2513.
2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. გარდაიცვალა 44 319 ადამიანი.
წლების მონაცემებით ჩანს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, შობადობა ყოველწლიურად მცირდებოდა.
2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია - წინა წელს ის -4 488-ს შეადგენდა.
თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიის პიკურ, 2021 და 2022 წლებს, სტატისტიკის ხელმისაწვდომ პერიოდში - 1994 წლიდან დღემდე, 2025 წლის მონაცემი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ასევე საკმაოდ გამოხატულია მოსახლეობის დაბერების პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობაში იზრდება ხანდაზმული ადამიანების წილი და მცირდება ბავშვებისა და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი.





