იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება გეგმის 93%-ით განისაზღვრა და 3 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე აღინიშნა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ 4 719 წლის პირველ ნახევარში მილიონი ლარის საკასო ხარჯი განახორციელა და შესრულების მაჩვენებელი ჯამში 98,3%-ია.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროგრამას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირინა წაქაძის თქმით, სკრინინგისა და იმუნიზაციის მოცვის დაბალი მაჩვენებლები ისევ პრობლემად რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფართო საინფორმაციო კამპანიები გვაქვს და ფაქტობრივად, მთელი საქართველო დაფარულია, მოსახლეობის ისეთი დაფარვა არ გვაქვს, რომელიც საჭიროა,“ - აღნიშნა წაქაძემ და განმარტა, რომ თანხის გადახდა ხდება ფაქტობრივი მაჩვენებლით და შესაბამისად, დაბალი ათვისებას ამას უკავშირდება, მისივე თქმით, წლიდან წლამდე ამ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობა იმატებს.





