ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა UNAIDS-ის ტრანსფორმაციას, პროგრამის სამომავლო როლსა და გლობალური აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მიეძღვნა.
მონაწილეებმა იმსჯელეს აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწეული პროგრესის შენარჩუნებასა და ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებისა და აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე.





