სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მიხედვით, ჯანდაცვის ფასები ერთი წლის ჭრილში 1,1%-ით გაიზარდა. საქსტატის ივლისის მონაცემებით, შარშან, იგივე თვეში, წინა წლის ივლისთან თვესთან შედარებით, ფასების 7,3-იანი კლება დაფიქსირდა, კლების ტემპის მაქსიმუმი - 9,3-ოუნქტიანი ზრდა კი 2023 წლის მარტში დაფიქსირდა, რაც ექსპერტებმა დიდწილად, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების ეფექტით ახსნეს. ფასების კლების ტენდენცია 2023 წლის თორმეტივე თვის განმავლობაში ფიქსირდებოდა და 2024 წლის თებერვლიდან უკვე გაძვირების ტრენდმა ჩაანაცვლა
იგივე მონაცემებით, ჯანდაცვის ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0,1%-ით შემცირდა.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის. ესაა დამატებით საანალიზო მაჩვენებელი და გამოიყენება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.