ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
29 აპრილს PSP ფარმას
სადისტრიბუციო საწყობს
ევროპული ბიზნეს
ასოციაციის (EBA) წევრები
ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP
სტანდარტის შესაბამისობის
აუდიტი უკვე მეორედ,
წარმატებით გაიარა და
მიენიჭა „კარგი
სადისტრიბუციო პრაქტიკის“
შესაბამისობის
სერტიფიკატი.„Good Distribution Practice“ –
„კარგი სადისტრიბუციო
პრაქტიკის“ სტანდარტის
დაცვა უზრუნველყოფს
სამკურნალო საშუალებების
გარანტირებული ხარისხის
შენარჩუნებას მიწოდების
ჯაჭვის ყველა ეტაპზე,
საწარმოდან აფთიაქამდე და
საბოლოოდ
მომხმარებლამდე.EBA
ევროპული ბიზნეს
ასოციაცია (EBA) წევრობაზე
დაფუძნებული
ორგანიზაციაა, რომელიც
მხარს უჭერს ევროპულ
ბიზნესებს საქართველოში
და პროაქტიულად არის
ჩართული ყველა იმ პროცესში,
რომელიც ხელს უწყობს
ინვესტიციებისა და
ბიზნესის
განვითარებისთვის ღია და
ხელმისაწვდომი გარემოს
შექმნას.ევროპული ბიზნეს
ასოციაცია საქართველოში 2017
წლიდან ფუნქციონირებს და
აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ
კომპანიას, მათ შორის არიან
სხვადასხვა სექტორის
მსხვილი კომპანიები,
როგორიცაა საბანკო საქმე,
აუდიტი, მედიცინა,
ფარმაცია, დაზღვევა,
ტურიზმი,
სტუმართ-მასპინძლობა,
სამართალი, სოფლის
მეურნეობა, წარმოება და ა.შ.,
ასევე მცირე და საშუალო
ბიზნესის
წარმომადგენლები,
რომლებიც იზიარებენ
ევროპულ
ღირებულებებს.ასოციაციის
წევრი კომპანიების
წარმომადგენლებმა და
ასოციაციის მმართველმა
გუნდმა დაათვალიერეს PSP
ფარმას საწყობი. PSP-ს
ადმინისტრაციულმა
დირექტორმა, მამუკა
ბრეგვაძემ სტუმრებს
გააცნო საწყობის
სტრუქტურა,
მედიკამენტების და
პარაფარმაცევტული
პროდუქტების მიღება,
დახარისხება, დასაწყობება,
შეკვეთის ფორმირება,
კონტროლი და გაცემის
პროცესების მართვის
სისტემები და პრინციპები;
ხარისხის უზრუნველყოფის
მიზნით დანერგილ ციფრულ და
თანამედროვე ტექნოლოგიურ
ინოვაციები, საწყობის GDP
სტანდარტის შესაბამისად
მოწყობისა და მართვის
მეთოდები.PSP-ს
ადმინისტრაციული
დირექტორის მოადგილემ
გიორგი გლუნჩაძემ
სტუმრებს მოკლედ
კომპანიის 30 წლიანი
ისტორია და მიღწევები
გააცნო.სტუმრებმა მაღალი
შეფასება მისცეს
საერთაშორისო სტანდარტით
მოწყობას, საწყობის ციფრულ
და ტექნოლოგიურ აღჭურვას.
ევროპული ბიზნეს
ასოციაციის პრეზიდენტმა
ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი
გაუსვა, რომ „ევროპული
სტანდარტების და
ღირებულებების დანერგვა
მნიშვნელოვანია ქართველი
ხალხისთვის,
მომხმარებლებისთვის,
რადგან ამ საწყობის
დათვალიერებით ჩვენ
დავრწმუნდით, რომ
მომხმარებელი უსაფრთხო
პროდუქტს იღებს.“უკვე 30
წელია, PSP-ს მთავარი
პრიორიტეტი მომხმარებელზე
ზრუნვა და მისთვის
ჯანმრთელობისა და
სილამაზის გარანტირებული
ხარისხის პროდუქტებზე
ხელმისაწვდომობის
გამარტივებაა. ამის
უზრუნველსაყოფად,
მუდმივად ხდება ფიზიკური,
გეოგრაფიული და ფინანსური
ხელმისაწვდომობის
გამარტივება, პროცესების
სრულყოფა, საერთაშორისო
წარმატებული გამოცდილების
გაზიარება. ამის დასტურია GDP
სტანდარტის
შესაბამისობაზემეორედ
წარმატებით გავლილი
საკონტროლო აუდიტი და
შესაბამისობის
სერტიფიკატის კვლავ
მინიჭება.