მკურნალობის მაღალი ხარისხი სისტემამ უზრუნველყოს და არა ნაცნობობამ. ზოგადი განათლება, 20 წელია არ გადახედილა. ესაა კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს მიზნებს, თუ როგორი ადამიანი გვინდა მივიღოთ.

ამის შესახებ ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ბახუტაშვილმა ტელეკომპანია „პულსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როცა ევროპაში მივდივართ სამკურნალოდ, ძალიან გვიხარია, რომ მაქსიმალურად დაცულები ვართ, რომ, თუ ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი, შეცდომა არ გაიპარება. ქვეყანაში კერძო კლინიკების სიჭარბეა. უნდა ვიზრუნოთ, რომ როდესაც პაციენტის როლში აღმოვჩნდებით, ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე, სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობის მაღალი ხარისხი და არა იმან, რომ ვიღაცას იცნობ. 
ევროპაშიც ეს მეტ-ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ძირითადად არ არის ამის საჭიროება,“- განაცხადა ზვიად ბახუტაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკებისადმი სანდოობა მკურნალობის ხარისხის ამაღლებამ უნდა შექმნას. 
„შეიძლება, პირადად ჩემ მიმართ ნდობა მაღალია, მაგრამ მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ნდობაზე უფრო საიმედო იყოს ინსტიტუციური ნდობა,“- აღნიშნა კარდიოქირურგმა.