ქვეყანაში მომუშავე ექიმებს შორის ქალების წილი იზრდება, შესაბამისად, მამაკაცების პროცენტული მაჩვენებელი მცირდება. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში მოქმედი ექიმების 68 პროცენტი ქალი იყო, 32 კი - მამაკაცი. 2022 წელს  კაცების წილი 25%-მდე შემცირდა და შესაბამისად, ქალებისა 75%-მდე გაიზარდა. 
ამასთან, თუკი 2021 წელს ექიმების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში 22 ათასი იყო,  2022-ში ეს მაჩვენებელი 24 ათასამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67 პროცენტს და ქალებისთვის 40-46 პროცენტს, რაც მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე გენდერული მიმართულებით. თუმცა რიგ სფეროებში დასაქმებულებს შორის ქალები დომინირებენ და ერთერთი ასეთი სფერო ჯანდაცვის სექტორია.  
რაც შეეხება ხელფასებს, ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს. 
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში მომუშავე ქალების საშუალო ხელფასი 1 257.5 ლარია, მამაკაცების კი - 1 776.2 ლარი.