აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 16 მლნ ლარია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 
საქართველოში მოქმედებს აივ ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებისა და შიდსის სამკურნალო მედიკამენტების სრულ დაფინანსებას.


პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია უფასოდ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები შეიძლება იყვნენ: საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე აღნიშნული სტატუსის მაძიებელი
პირები, შესაბამისი სტატუსის მოპოვებამდე საჭირო პროცედურების განხორციელების ეტაპზე; საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები (სანამ მოეხსნებათ პრობაცია და დატოვებენ ქვეყანას); საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ
მისიებში დასაქმებული პირები; საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული
პირები, მოქალაქეობის მიუხედავად.

მომსახურების მისაღებად, მოსარგებლემ უნდა მიმართოს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს (თბილისი); შპს „ქ. ბათუმის
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრს" (ბათუმი); ს/ს "იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს" (ქუთაისი); შპს "ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს" (ზუგდიდი).
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05