11-12 აპრილს, თბილისში, გაიმართება I საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი, რომელიც ეძღვნება უახლეს სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე გამოწვევებს და პერსპექტივებს ბალნეოლოგიაში.
კონგრესის მიზანია, გააერთიანოს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, მკვლევრები, სპეციალისტები და პრაქტიკოსი ბალნეოლოგები, რათა განიხილონ და შეაფასონ ბალნეოლოგიის მეცნიერების უახლესი პროგრესი, ასევე განსაზღვრონ ახალი მიმართულებები ამ დარგში.
კონგრესზე წარმოდგენილი იქნება უახლესი კვლევები, რომლებიც შეეხება ბალნეოლოგიის მრავალფეროვან ასპექტებს, მათ შორის - ბალნეოლოგიურ რესურსებს, ბუნებრივ წყაროებს, განახლებული მკურნალობის მეთოდებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. მთავარი თემა იქნება არა მხოლოდ თერაპიული ეფექტების კვლევა, არამედ ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარება, ეკოლოგიური ასპექტები და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ბალნეოლოგიურ რეგიონებში.
კონგრესის ძირითადი თემები და მიმართულებებია: უახლესი სამეცნიერო მიდგომები ბალნეოლოგიაში; სამეცნიერო კვლევების უახლესი შედეგები და მათი გამოყენება ბალნეოლოგიურ პრაქტიკაში; ახალი კვლევითი მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები; ბალნეოლოგიის ახალ მიმართულებებთან დაკავშირებული აღმოჩენები; ბალნეოლოგიის როლი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში; ბალნეოლოგიის როლი ჯანდაცვის სამომხმარებლო სისტემებში და მისი ეფექტურობა; მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესებში ბალნეოლოგიური
მეთოდების ინტეგრაცია; ბალნეოლოგიური სერვისების განვითარება და ჯანდაცვის პოლიტიკის გავლენა. ეკოლოგიური პრობლემები და ბალნეოლოგიური რესურსების მართვა; ბუნებრივი წყლების ეკოლოგიური მდგომარეობა და მათი დაცვა; ბალნეოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება და მართვა.
ასევე განხილული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები ბალნეოლოგიურ კვლევებში, მთის კურორტების სამკურნალო შესაძლებლობები და მათი განვითარების პერსპექტივები, ბალნეოლოგიის როლი მთის კურორტებზე და ტურისტული ნაკადის გაზრდა და სხვა საკითხები.